1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
9 აპრილის მემორიალთან, მერი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან, აბაშის ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
“ქართველმა ერმა თამამად გამოხატა სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, ამ დღეს დაიღვარა სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა სისხლი. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება, სიმბოლოა გამარჯვების და ძლიერების, ეს დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს შეწირულთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება_1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content