სისხლის უანგარო დონაციის აქცია

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საოჯახო მედიცინის კლინიკა „შანის“ მხარდაჭერით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონული სისხლის ბანკმა, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა.
სისხლის დონაციის აქციაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, მედიკოსები, პედაგოგები და მოხალისეები ჩაერთნენ.
აბაშელების მიერ გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content