აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე სკვერის მოწყობისა და წყალსაწრეტი არხის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები თავისუფლების ქ. N141 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის ტერიტორიაზე, თავისუფლების ქ. N141, ქალაქის შემოსასვლელში სამტრედიის მხრიდან თავისუფლების ქუჩაზე, ასევე, კონსტანტინე გამსახურდიას ქ.N17, შოთა რუსთაველის ქ.N2 და თავისუფლების ქ.N70 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან ახალი სკვერები ეწყობა.
აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან, დასასვენებელ სივრცეში სკვერის შიდა პერიმეტრი ფილებით მოპირკეთდება, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, შპს „ჯი ემი. G-M”.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content