აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და ხიდე-ბოგირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარლამ თოფურიას ქუჩაზე.
პროექტის ფარგლებში ტროტუარი მოეწყობა სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე საკვირაო-სამრევლო სკოლის მიმდებარედ, მოპირკეთდება ტროტუარის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
ტროტუარებისა და ხიდე-ბოგირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მონოლითი-2008″.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content