აბაშის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელები, რკინიგზის, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები. აქციას შეუერთდნენ მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სამედიცინო სფეროს, სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლება. ნუ დავყრით ნაგავს ქუჩაში, გავუფრთხილდეთ გარემოს

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content