აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 15 კმ-მდე გზას.
ამ ეტაპზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და რკინა-ბეტონის საფარი იგება ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან (წყემის გზა).
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე:
• ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე გზის მოწყობა ასფალტო ბეტონით.
• ძველ აბაშაში გზის ორმული შეკეთება და წვრილმარცვლოვანი ასფალტო ბეტონის გადაკვრა;
• სოფ. ძვ. აბაშა N8 ქუჩის შესახვევებით მოწყობა ასფალტო ბეტონით;
• ქალაქ აბაშაში გამსახურდიას პირველი და მესამე შესახვევის, კონსტანტინე კაპანელის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე გზის ასფალტო ბეტონის საფარით მოწყობა;
• ქალაქ აბაშაში ცანავას ქუჩის მოწყობა ასფალტო ბეტონის საფარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალამდე;
• სოფ. მარანში საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content