ქრისტე აღდგა!

ძვირფასო აბაშელებო,
გილოცავთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს, ბრწყინვალე აღდგომას! დღეს, უდიდესი განსაცდელის ჟამს, ყველაზე მეტად გვჭირდება უფლის შეწევნა და თანადგომა, მოგმადლოთ ყველა ქართველს თავისი მადლი და სასწაული ძალა. მშვიდობა მოეტანოს, სიკეთესა და სიყვარულს დაესადგურებინოს ჩვენს ქვეყანაში, თითოეული თქვენგანის ოჯახში. ურთიერთთანადგომა და სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ამაზე მეტი განსაცდელიც გამოუვლია ქართველ ერს, მაგრამ მაინც გადარჩენილა! ახლაც, ჩვენი დიდი ძალისხმევით, თავგანწირვით, გამარჯვების უდიდესი სურვილით კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ უხილავ, მაგრამ ძალიან ძლიერ მტერზე გამარჯვებას.
აღდგომის მადლსა და სასწაულს დიდი სინათლე შემოეტანოს თითოეული თქვენგანის სულიერ სამყაროში, დაგლოცოთ უფალმა!
ეს დღე ხომ სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.
“აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა”,_ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ!

ლევან მაკალათია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content