აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან და აბაშის მერთან ერთად სოფელ ძიგურში გაეცნო.
გზის არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა.
ახალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სოფელ ძიგურის გავლით სოფელ ზანათს დააკავშირებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content