აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჯერად სოფ. მარანში, საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ, გზის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქეოპოლისი“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის გზა უკვე დაიგო სოფ. ნორიოში, მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან (წყემი). ასევე დასრულდა ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტობეტონით მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 კმ-მდე გზას.
პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content