„შანის” და მერიის ერთობლივი სამედიცინო დახმარება მოსახლეობას

14 მაისს 09:00 სთ-დან, აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას მხარდაჭერითა და საოჯახო მედიცინის ცენტრს

ხელმძღვანელის, საკრებულოს წევრის, ნანა შენგელიას ორგანიზებით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის წამყვანი ექიმები, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სამედიცინო გასინჯვებს და კონსულტაციებს უფასოდ ჩაატარებენ.

საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. უფასო გასინჯვები მოიცავს შემდეგი სახის კონსულტაციებსა და ექოსკოპიურ კვლევას: დოპლეროგრაფია, ფარისებრი ჯირკვალი, გული, მუცლის ღრუ.
უფასო სამედიცინო აქციას უხელმძღვანელებს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის გენერალური დირექტორი, თსსუ კლინიკური პროფესორი, კახა ნურალიძე.
მოქალაქეებს მოემსახურებიან პროფესიონალი და გამოცდილი ექიმები: თერაპევტი-მაია სუთიძე, თერაპევტი-დიანა რუხაძე, ნეიროქირურგი-ბადრი წიქარიშვილი, თორაკოქირურგი-ლევან ტყებუჩავა, ზოგადი ქირურგი-ბესო აბულაძე, ქირურგი-მამოლოგი-ზაზა კოზმავა, გინეკოლოგი-ხათუნა გოგიძე, ნევროლოგი კახა შვანგირაძე, ტრავმატოლოგი-ბადრი დარსაველიძე, კარდიოლოგი, პროფესორი-ალექსანდრე ჩხოლარია, მხოლოდ კოვიდგადატანილებისთვის-ინფექციონისტი, კოტე შვანგირაძე, კარდიოლოგი, პროფესორი-ვაჟა აგლაძე, ანგიოლოგი-გიგა შვანგირაძე, ექოსკოპია-ლიკა კუხიანიძე, ექოსკოპია-სალომე შაშიაშვილი, წამყვანი ანგიოლოგი, იტერვენციონისტი-ალექსანდრე დვოროკოვსკი, ენდოკრინოლოგი-ნინო ლოჟანიძე, უროლოგი-მერაბ ბზიკაძე.
14 მაისს 09:00 სთ-დან, მობრძანდით აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“!
მისამართი: აბაშა, ჩიქოვანის ქ. N15. ტელ: 557-77-27-67
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content