აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა პრემიერის მიერ ინიცირებულ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე.
„პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა ფერმერებისათვის. პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მიმართულია მიწის მესაკუთრეთა ხელშეწყობისთვის, რაც საშუალებას აძლევს ოჯახს, მეტი მოსავალი მიიღოს, მეტი ადამიანი დასაქმდეს და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის ინიცირებული პროგრამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი. ამ მიმართულებით, ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში არაერთი პროექტი განხორციელდება.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით არჩეულ პრიორიტეტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიმართულებაა მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content