9 მაისს შეკრებილებმა პატივი მიაგეს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.
მერმა პრემიერის მისალოცი ბარათი პირადად გადასცა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, დავით კაჭარავას.
შეკრებილებმა პატივი მიაგეს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
აბაშის, ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარემ, ზაურ თელიამ ისაუბრა ახლადგამოცემული წიგნის, “მარადიული ხსოვნის წიგნის” შესახებ, სადაც წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე აბაშელთა სახელები.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები – 500 ლარს მიიღებენ.
ასევე, ომის მონაწილე ორ ვეტერანს, გერონტი გოგავას და დავით კაჭარავას, მუნიციპალური სოციალური დახმარების ფარგლებში 500-500 ლარი გადაეცათ
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content