ბავშვთა დაცვის დღე მუნიციპალიტეტში.

ქალაქ აბაშის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, გაიმართა საზეიმო ღონისძიება, მიძღვნილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი.
მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და დაწყებითი სკოლის მოსწავლეები.
საზეიმო პროგრამა მრავალფეროვანი იყო. გარდა იმისა რომ პატარებმა გამართეს კონცერტი, მათ სტუმრებად ყავდათ საყვარელი ზღაპრების გმირები საინტერესო შოუ-პროგრამით.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content