აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების განვითარების სკოლის დარბაზში გაიმართა ღონისძიება ,,სამი სავარძელი ხელოვანთათვის“.

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების განვითარების სკოლის დარბაზში გაიმართა ღონისძიება ,,სამი სავარძელი ხელოვანთათვის“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მეორე საჯარო სკოლის პედაგოგის, აზა კორძახიას (მხატვარი), ეწერის საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის, ქეთევან გერსამიას (პოეტი) და სამუსიკო სკოლის პედაგოგის, ინგა ოდიშარიას (პიანისტი) შემოქმედება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეწერის სკოლისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. მონაწილეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ და ლიტერატურული კომპოზიცია. წაიკითხეს ქეთევან გერსამიას ლექსები. მოეწყო აზა კორძახიას ნამუშევრების გამოფენა. საღამოს დასასრულს მოწვეულ სტუმრებს მერიის სახელით გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმის სამსახურის და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content