აბაშის მუნიციპალიტეტში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, თემატური კონფერენცია-,,ევროპა ჩვენი არჩევანია“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, თემატური კონფერენცია-,,ევროპა ჩვენი არჩევანია“ გაიმართა. კონფერენციაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და ამ დღისადმი მიძღვნილი მასალები, გაიმართა დისკუსია.
კონფერენციას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
,,ევროპის დღეები“ მრავალფეროვანი პროგრამით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, 27 მაისს საზეიმოდ დაიხურება.
„ევროპის დღეების“ ფარგლებში ღონისძიებები, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content