ბიუროს N14 სხდომა.

10 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N14 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ცისმარა ცომაიასათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 აპრილის #24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“-ზე გადაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ,,სოციალური დახმარების გაცემის კომისიის 2022 წლის Iკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
7. აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content