აბაშის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები იწყება.
ამასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ქსელის მშენებელი კომპანიის შპს „ენ სისტემის“ და ამ პროგრამის განმახორციელებელი კომპანიის “ოუფენ ნეტის” ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი, იასონ კიზირია, მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები იმ ადმინისტრაციული ერთეულებიდან, სადაც დაგეგმილია ოპტიკური ქსელის მშენებლობა.
შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას.
მიმდინარე ეტაპზე, ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: გაღმა და გამოღმა ზანათი, გაღმა და გამოღმა კოდორი, გულეიკარი, ეწერი, კეთილარი, ნაესაკოვო, სუჯუნა.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს შპს „ენ სისტემი“ განახორციელებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content