შენდება ახალი აგრობაზარი

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი აშენდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
აღნიშნულ ობიექტზე განლაგდება სავაჭრო დახლები, მოეწყობა ავტოსადგომი. აგრობაზარი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის.
აგრობაზართან მისასვლელი საავტომობილო გზა უსფრთხო იქნება, როგორც მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის, ასევე მოვაჭრეებისა და მგზავრებისათვის.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content