საკრებულოს N7 სხდომა.

13 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ცისმარა ცომაიასათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 აპრილის #24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“-ზე გადაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი აკაკი ბოკუჩავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ,,სოციალური დახმარების გაცემის კომისიის ანგარიში 2022 წლის Iკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მამუკა თელია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
6. ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content