აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ბავშვთა საშემსრულებლო კოლექტივების, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ანანურის“ მონაწილეობითა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა ზღაპრის გმირებმა გასართობი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. შშმ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
მუნიციპალური სოციალური პროგრამებსა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მამუკა თელიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა.
ღონისძიება განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ასევე ღონისძიება გაიმართა კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” მიერ მართულ შშმ ბავშვთა დღის ცენტრში. ბენეფიციართა მონაწილეობით მოეწყო სხვადასხვა გასართობი აქტივობა. მათ ეს დღე გაულამაზეს გასართობი ცენტრის მოწვეულმა ანიმატორებმა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის კოორდინატორი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში, შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებელის“ ხელმძღვანელი, ირაკლი ჭანტურია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური სოციალური პროგრამების ფარგლებში მოქმედებს შშმ პირთათვის განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამები. აღნიშნული პროგრამებით გასულ წელს ისარგებლა 235-მა შშმ პირმა.
14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღედ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content