აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ბენია პიტავა წარადგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ბენია პიტავა წარადგინა.
„მერის წარმომადგენლები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს სოფლის პრობლემების მოგვარებაში, ყოველდღიურად ხვდებიან ადგილობრივებს და ყველაზე კარგად მათ იციან თითოეული ოჯახის მდგომარეობა. ყველაფერი გაკეთდება არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ჩვენ ერთად შევძლებთ გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც უპირატესია თითოეული მოქალაქისთვის“,-აღნიშნა მარანში მოსახლეობასთან შეხვედრისას გიგა გაბელაიამ.
მერმა შეხვედრაზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად პრემიერის ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას ეხება. ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე და პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
გიგა გაბელაიამ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის მერის ყოფილ წარმომადგენელს, თედო ჭანტურიას.
ბენია პიტავა დაიბადა 1970 წლის 5 აგვისტოს. სწავლობდა მარნის სკოლაში. 1995 წელს დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში საპასუხისმგებლო პოზიციებზე. იყო აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content