აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
არსებულ მდგომარეობას და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია.
გუშინ სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, საძოვრები. მნიშვნელოვნად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალდიდობის გამო საჭირო გახდა 10 ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდები და ხიდე-ბოგირები, ნაპირსამაგრი ჯებირები.
ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცხენისწყალმა გაარღვია დამბა და გადმოვიდა ნაპირებიდან, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახნავ-სათესი სავარგულები. ასევე, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე აბაშამ დატბორა საცხოვრებელი სახლები და ნათესები. მდინარე რიონის ადიდების შედეგად მთლიანად დაიტბორა სიმინდის ყანები. რთული მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალური სამსახურები, სახანძრო-სამაშველო სამსახური, ამ წუთებშიც მუშაობს ტექნიკა.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content