აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ბალახის ჰოკეის 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა აბაშის გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ბალახის ჰოკეის 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა აბაშის გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა, ამაყი ვარ, რომ აბაშელი სპორტსმენები საერთაშორისო, რესპუბლიკურ, რეგიონულ ტურნირებსა და ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჰოკეისტები წარმატებით იმკვიდრებენ ადგილს და ასახელებენ როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე ჩვენს ქვეყანას“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გიორგი თოფურია, ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ უფროსი, ზაალ კუცია.
მიმდინარე წლის 6-9 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე „ჩელენჯი-1“, აბაშის ჰოკეის 16 წლამდე გოგონათა გუნდის წევრები, საქართველოს ბალახის ჰოკეის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: ანნა თოფურია (მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა), ნინი ნადარეიშვილი (პირველი საჯარო სკოლა), ქრისტინე ალანია, ლიზი ლეკვეიშვილი, ნია კუჭუხიძე (ნაესაკოვოს საჯარო სკოლა). მწვრთნელი -კონსტანტინე კუჭუხიძე.
ასევე, ევროპის ჩემპიონატზე „ჩელენჯი-2“, რომელიც თურქეთის ქალაქ ალანიაში გაიმართება, საქართველოს ნაკრებში, აბაშის ჰოკეის 16 წლამდე ვაჟთა გუნდის წევრებიც იასპარეზებენ: გიორგი ფრანგიშვილი, გრიგოლ ბარათელი, გიორგი ქუნთელია, გიგი გოგიშვილი, ნუკრი შენგელია (პ/მაისის საჯარო სკოლა), საბა მეგრელიშვილი (ტყვირის საჯარო სკოლა). მწვრთნელი-მურთაზ მიქანაძე.
ბალახის ჰოკეის აბაშის გოგონათა და ვაჟთა გუნდი 2010 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ჩემპიონატებში, არის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი. აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ბალახის ჰოკეის ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ.

წარმატებებს ვუსურვებთ აბაშელ სპორტსმენებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content