აბაშის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურა

აბაშის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ (ნუკრი) ხასია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ზარალის იდენტიფიცირების შემდეგ, მონაცემები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოსაყოფად შესაბამის უწყებებს გაეგზავნება.
22 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა ხიდები და ხიდე-ბოგირები, ნაპირსამაგრი ჯებირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, საძოვრები.
ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად აბაშა-გულეიკარი-ჯაპანის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გეცნო.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები და ბეტონის კიუვეტი.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content