დღეს აბაშის მუნიციპალიტეტმა, ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტმა, ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების, ,,ლეგენდების ქვეყანას“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზატორობით და მხარდაჭერით, ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ჩატარდა.
კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.
ფესტივალში მონაწილეობდნენ პოლონეთის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები, ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი – ,,ჰარირა’’, ფოლკლორული ანსამბლი „ანანური“.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ფესტივალი გრძელდება ჩხოროწყუსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება მარტვილში, 15 ივლისს, 19:30 საათზე.
ფესტივალის მიზანია ქართველი ერის ზნე-ჩვეულებების, ადათ-წესების, ტრადიციული ჩაცმულობის, მდიდარი ფოლკლორის პოპულარიზაცია.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content