ფესტივალი ,,ლეგენდების ქვეყანა”.

12 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ ,,ლეგენდების ქვეყანას“ მასპინძლობდა.
კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონცერტი,რომელშიც, აბაშელებთან (ანსამბლი ,,ჰარირა“ ,,ანანური“) ერთად,მონაწილეობდნენ: პოლონეთის,სომხეთის,ლატვიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები.მათ მაყურებელს თავიანთი ეროვნული ფოლკლორის ნიმუშები გააცნეს.
კონცერტს სხვადასსხვა ასაკის მსმენელი და მაყურებელი ჰყავდა.
ტრადიციადქცეულ ფესტივალს დაესწრნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელები.
ფესტივალი 15 ივლისს საზეიმოდ დაიხურება მარტვილში.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content