დღეს აბაშის მუნიციპალიტეტმა ანსამბლ „ფორტეს“ უმასპინძლა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტმა ყველა თაობისათვის საყვარელ ანსამბლ „ფორტეს“ უმასპინძლა.
ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.
ანსამბლის წევრები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ მაყურებლების წინაშე. აბაშელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მანანა მაისურაძის, ირინა კახნიაშვილის, ნინო ახობაძისა და ზურაბ მანჯავიძის მიერ შესრულებული პოპულარული საესტრადო სიმღერებისთვის.
საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content