აბაშის მუნიციპალიტეტს, ჯგუფი „ეგარი“ ეწვია

აბაშის მუნიციპალიტეტს, კომპანია Meta Georgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „ჩემი საქართველო – ეგარის“ ფარგლებში, ჯგუფი „ეგარი“ ეწვია.
ანსამბლი, აბაშელი მსმენელის წინაშე, ფოლკლორული და ქალაქური სიმღერების კომპოზიციებით წარსდგა.
საღამოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კონცერტი კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content