დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა.
იუბილარს ღირსშესანიშნავი თარიღი აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
„ვულოცავ ბატონ დავითს იუბილეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ვუსურვებ თავის დიდ ოჯახთან ერთად, ბედნიერებაა, რომ ჩვენს გვერდით არიან ასეთი ხანდაზმული და ღირსეული ადამიანები. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ უფროს თაობას. ბატონი დავითი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა მარტო ასაკის, არამედ თავისი განვლილი ცხოვრების გზით უდიდეს პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებს,”-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
დავით კაჭარავა პროფესიით პედაგოგია, 50 წელზე მეტი ემსახურა მომავალი თაობის აღზრდას. იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სიგელი. ჰყავს სამი შვილი, 8 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი.
დავით კაჭარავას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის „ასი და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, 1000 ლარი გადაეცემა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content