აბაშის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „მერკურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „მერკურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და ასოციაცია „მერკურის“ თავმჯდომარემ, ნანა თოდუამ მოაწერეს ხელი.
მხარეების თანამშრომლობა მოიცავს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი სერვისების შემუშავებასა და განხორციელებას.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content