შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კომუნიკაციის ჯგუფის წარმომადგენლები, ნინო სარაშვილი, თეონა თოდუა და მარინა თოფურიძე, CDC-ის მხარდაჭერით განხორცილებული პროექტის “COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა და შეფასება” ფარგლებში ადგილობრივებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, მადონა ქოიავა, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, უბნის ექიმები, მერიისა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს COVID-19-თან დაკავშირებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
იმუნიზაციის მსურველებს ადგილზე ჰქონდათ ვაქცინაციის შესაძლებლობა. დღესვე, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, ასევე მესამე და მეოთხე დოზით აიცრნენ მერიის თანამშრომლები, მანანა ჯღარკავა და ჯონი ჩოჩია. ასევე აიცრნენ უბნის ექიმები.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content