შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე

ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა ანეტა კოტოვიჩმა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანტი ტიტტალამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
მისიის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, ძირითადი აქცენტები გაკეთდა მისიის როლის, მისი მანდატის განხორციელების გზების, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.
გიგა გაბელაიამ შეხვედრის მონაწილეებს მერიის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები გააცნო. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content