ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გურამ დიაკონიძის წარდგენა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გურამ დიაკონიძე წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გუნია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, დიმიტრი ცანავა, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, გოგა ქოიავა და ადგილობრივები.
ირაკლი პერტენავამ ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფელში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის, ამ სოფლის კიდევ უფრო განვითარებისათვის.
გურამ დიაკონიძე დაიბადა 1978 წელს. სწავლობდა სუჯუნის საშუალო სკოლაში. დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომექანიკური ფაკულტეტის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 2013-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content