ბაშის მუნიციპალიტეტში, თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა.
პოეზიის საღამოს დაწყებამდე, ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეებმა თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს აბაშელ ახალგაზრდებს.
ახალგაზრდა პოეტმა საზოგადოების წინაშე ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახალი ლექსებიც წაიკითხა.
თემურ ელიავას პოეზიის თაყვანისმცემლებმა პოეტთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მადლობა გადაუხადეს სტუმარს ლამაზი საღამოსთვის.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ.
საღამო „ახალგაზრდული დღეები -2022“-ის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით გაიმართა.
„ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2022“ დღეს, 20:00 საათზე „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით დაიხურება.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content