აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ღამის შოუს” ბენდის კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას ინიციატივით, გიორგი გაბუნიას და ,,ღამის შოუს” ბენდის კონცერტი გაიმართა.
„დღეს „ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2022“ ,,ღამის შოუს” ბენდის შოუ კონცერტით დაიხურება, საამაყოა და დარწმუნებული ვარ, რომ აბაშელი ახალგაზრდების მიზანსწრაფვა, ენერგია, ცოდნა ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისკენ იქნება მიმართული. გილოცავთ ამ დღეს, ჩვენ ერთად შევძლებთ აბაშა ვაქციოთ ძლიერ, ევროპულ ქალაქად!“,-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
,,ღამის შოუს” ბენდის კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
„ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2022“ 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაიწყო და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content