უფასო სამედიცინო გამოკვლევები

დღეს აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობდა.
სამედიცინო აქციაში ჩართული იყვნენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექიმები.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია გაეცნო.
მოქალაქეებს ემსახურებოდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგები, კარდიოლოგები, ნევროლოგები, უროლოგები, ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნეიროქირურგები, ტრავმატოლოგი-ორთოპედი, ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, პროქტოლოგი, ექოსკოპისტი.
აქცია აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, აღნიშნული ცენტრის დირექტორის, თსსუ კლინიკური პროფესორის, კახა ნურალიძისა და შ.პ.ს. „შანის“ დირექტორის, ნანა შენგელიას მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content