ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი იწყება. ამასთან დაკავშირებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის “საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში, სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოს ნატა ცეცხლაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ნატა ცეცხლაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესრულებული სამუშაოსა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.
პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content