აბაშის მუნიციპალიტეტში, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის აბაშის მუნიციპალიტეტის მონაკვეთი, სამედიცინო დაწესებულებების, სკოლების და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები.
დასუფთავების აქციაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.
საქართველოში დასუფთავების აქციები ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content