შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენებთან

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ლიპარტელიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად სპორტულ სკოლას, ცენტრალურ სტადიონს ესტუმრნენ და სპორტული წრეების მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდნენ. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საჭირო სპორტული ინვენტარი გადასცეს.
„ჩვენ უნდა გავეცნოთ იმ საჭიროებებს, რაც მუნიციპალიტეტში სპორტის კუთხით არსებობს. აბაშა გამორჩეულია სპორტული მიღწევებით, მიხარია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს ადგილზე ამ სფეროს განვითარებისათვის. ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სპორტის ხელმისაწვდომობა“, -აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, სპორტული წრეების მწვრთნელები, ახალგაზრდა სპორტსმენები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content