სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

27 სექტემბერი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა თითოეული ქართველისათვის, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. თითქოს სიმბოლურია, ტკივილისა და იმედის, ცრემლისა და სიხარულის, დაცემისა და ამაღლების დღეა.
უფლის ნებით, ჯვართამაღლების დღის მადლით, ერთიანი ძალისხმევით, სწორი მიდგომებით, მჯერა, დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, სიყვარულით ვიპოვით გზას აფხაზეთისკენ.
აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში.
ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content