მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს – ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს – ღვთისმშობლობას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სამღვდელოებასთან ერთად, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) წირვა აღასრულა.
მრევლთან ერთად წირვას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ესწრებოდა.
„ღვთისმშობლობა ერთ-ერთი უდიდესია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ვულოცავ აბაშელებს და სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს, დედა ღვთისმშობლის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს. ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content