აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს:
სოფელ სუჯუნაში არხების ამოწმენდისა და მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები.
გამოღმა კოდორში – სასაფლაოს შემოღობვა.
ტყვირში-მე-7 ქუჩიდან საძოვრისკენ მიმავალ გზაზე რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა და არხის ამოწმენდა.
ცილორში-მე-4 ქუჩაზე რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა და გზის მოხრეშვითი სამუშაოები.
წყემში-ფრენბურთის მოედნის მოწყობა-განათება.
გაღმა კოდორში-მინი-სტადიონის მოწყობა.
ონტოფოში-სასაფლაოს შემოღობვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით.
გაუწყინარსა და ქოლობანში-ჭაბურღილის ამოწმენდა.
ძვ. აბაშაში-სტადიონის შემოღობვა და აეროდრომის მასივში მილ-ხიდების მოწყობა.
მარანში-ე.წ. კოპიტნარის სახნავ-სათეს ფართობებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და ტყე-ბუჩქნარისაგან გასუფთავება.
ზანათში-ფრენბურთის ღია მოედნის მოწყობა, მიმინოშვილების, მაკალათიების, უჩანეიშვილების უბანში გზების მოხრეშვა, სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია.
ნორიოში-მდ. ცუდღარზე რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირის მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწყობა რკინა-ბეტონით.
საგვაზაოში-სკვერის მოწყობა.
მაცხოვრისკარში-N9 ქუჩის მოხრეშვითი სამუშაოები, ხიდე-ბოგირის, ფანჩატურის და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 46 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები 15 აგვისტოდან დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content