დღეს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშის “ბაგა-ბაღების გაერთიანების” დირექტორთან, დარეჯან ელიაძესთან ერთად, N1, ნორიოს, მაცხოვრისკარის, ზანათის, სუჯუნის, ეწერის, ონტოფოს, სეფიეთის და პ/მაისის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და აღსაზრდელებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საბავშვო ბაღები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მოწესრიგებულია სველი წერტილები და სამზარეულოები. ბაღები უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება ჩვენს მუნიციპალიტეტში. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ აღსაზრდელებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს,”-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
აბაშის მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღში 550-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content