მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხოშტარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ მიგინეიშვილი, მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები ესწრებოდნენ.
2022 წლის აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს, ანზორ მიქაუტაძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ანზორ მიქაუტაძეს ჯილდო და ფასიანი საჩუქარი გიგა გაბელაიამ გადასცა.
ასევე მერმა, 23-ვე საჯარო სკოლიდან შერჩეული, ყველაზე ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მქონე თითო პედაგოგი, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.
„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გამოვხატავთ პატივისცემას და მადლიერებას თქვენ მიმართ, უდიდესია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. თქვენი ცოდნა და შრომისმოყვარეობა მომავალი თაობების კეთილდღეობისა და სრულფასოვანი ცხოვრების მტკიცე საძირკველია.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან იზრდება საჯარო სკოლების პედაგოგთა, ადმინისტრაციის და მანდატურთა, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები. უახლოეს პერიოდში იგეგმება მეორე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას!“-აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდენ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ამავე დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ყველაზე ხანდაზმულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ჯემალ გრიგოლიასა და თავის მასწავლებელს, ციალა ღვინჯილიას პირადად მიულოცა პროფესიული დღესასწაული, მადლობის სიგელები, ფასიანი საჩუქრები გადასცა. დღეგრძელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მათ ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content