დეზინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესახებ

გუშინ, პარლამენტის სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაუსაბუთებელი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესიდან გამოდის და ცდილობს ზიანი მიაყენოს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას. იგი სრულიად აბსურდული ბრალდებით გამოვიდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ და დეზინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის წევრებსა და საზოგადოებას.
მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება ხელს უშლის მას, სლოვაკური გრანტის ფარგლებში დაეხმაროს საბავშვო ბაღებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წლის 14 მარტს, ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციების ცენტრმა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობს, სამეგრელოს რეგიონში სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, მომართა მერიას, რამდენიმე საბავშვო ბაღში ეკოლოგიურად სუფთა ხის საბავშვო ატრაქციონების საჩუქრად გადმოცემის თაობაზე.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ, სრული მზაობა გამოხატა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც 18 მარტს, წერილობით აცნობა ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციების ცენტრს, რომელიც ასევე ცნობილი იყო დეპუტატის აბაშის ბიუროსთვისაც, ორგანიზაციის მხრიდან ველოდებით გამოხმაურებას.
მერიაში არსებობს შესაბამისი დამადასტურებელი წერილებიც. საჭიროების შემთხვევაში მერია მზად არის გაასაჯაროვოს აღნიშნული ოფიციალური წერილები.
ვურჩევთ ალექსანდრე მოწერელიას, თავი შეიკავოს მსგავსი აბსურდული განცხადებებისაგან, ნუ ცდილობს ტყუილის აქტიურ ტირაჟირებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content