,,აბაშობა-2022″

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,, აბაშობა -2022 “აღინიშნა.
გაიმართა საპატიო აბაშელებისა და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის მედლით დაჯილდოების ცერემონიალი.
აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
ზენერ ჩაგანავას მხატვარს, მოქანდაკეს ,საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს სახვითი ხელოვნების სფეროში ხანგძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
ბათუ დანელიას-პოეტს მთარგმნელსა და ფილოლოგს ,მწერალთა საერთო კავშირის წევრს ,,ღირსების ორდენის „კავალერს, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატს ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ლევან ტყებუჩავას-თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის სამედიცინო დირექტორს, გადაუდებელი თორაკოაბდომინური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისა და აბაშელებისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და გულისხმიერებისათვის.
აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა:
ლაშა გვაჯაიას-ბიზნესმენს ,მეწარმეს ,რომელის 2016 წლიდან აბაშის მუნიციპალიტეტში ,სოფელ მარანში ხელმძღვანელობს აგრობიზნესს, თხილისა და ტყემლის მეურნეობას. დაჯილდოვდა აგრობიზნესის სფეროში წარმატებული საქმიანობისათვის.
მწერალ-აკადემიკოს ,კონსტანტინე გამსახურდიას საპატიო ჯილდო გადაეცათ:
ლევან ოჩიგავას-ძალოსანს ორგზის ევროპის ჩემპიონს ,რეკორდსმენს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, მრავალი ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელს ,დაჯილდოვდა საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებისათვის.
მარიამ ჭანტურიას-სპორტსმენს, ძიუდოისტს, ათგზის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულს ,ქალთა შორის ევროპის ჩემპიონს ,დაჯილდოვდა საერთაშორისო ტურნირებში წარმატებული მონაწილეობისათვის.
რევაზ ნადარეიშვილს-სპორტსმენს ,ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, დაჯილდოვდა სპორტულ ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისათვის.
სასოფლო ფოლკლორულ ანსამბლს ,,სუჯუნას“-დაჯილდოვდა ძველი ხალხური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
აბაშის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“-ქართული ხალხური სიმღერებისა და ეროვნული ქორეოგრაფიის განვითარებაში ათწლეულების მანძილზე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მოეწყო აბაშელ ხელოვანთა (მხატვართა და მოქანდაკეთა) ნამუშევრების გამოფენა, აგრეთვე, ფოტოგამოფენა ,,აბაშა 100 წლის წინ“(პაატა ქურდოვანიძის) კოლექციიდან.
სტუმრების ნაწილმა ,,ლიტერატურულ კაფეს“ მიაშურა. მთელი დღის განმავლობაში შეკრებილთ შეეძლოთ გაესეირნათ სადღესასწაულოდ მორთული ეტლით.
კლასიკური მუსიკის კონცერტი (ქუთაისის სიმებიანი კვარტეტი),ნიღბების თეატრის პერსონაჟების საზეიმო მსვლელობა ,სპექტაკლი ,,მხიარული ჯამბაზები“, ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსვლა, თემ- სოფლების საგამოფენო კუთხეების დათვალიერება ,მეგრული კერძების დაგემოვნება,-ასეთი სასიამოვნო მრავალფეროვანი იყო ,,აბაშობის“ დღესასწაული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად ,აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი ,საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საღამო პოპულარული ჯგუფ ,,ბანის“ კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content