აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “აბაშობა-2022” აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “აბაშობა-2022” აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია.
აბაშის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები. მოეწყო ფოტოგამოფენა ,,აბაშა 100 წლის წინ“.
მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტი გაიმართება. ადგილზე მოწყობილია ეთნოკუთხეები, ტარდება მეგრული კერძების მასტერკლასები.
ღონისძიებებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივებთნ ერთად ესწრება.
“აბაშობა-2022” ჯგუფ “ბანის” კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content