სოფლის მხადაჭერის პროგრამა

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 46 პროექტი განხორციელდა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებსა და თავშეყრის ადგილებს, მოიხრეშა გზები და მოეწყო გზისპირა მოსაცდელები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 500 000 ლარი დაიხარჯა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება, სხვადასხვა სახის საჭიროების მოგვარება მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content