მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე, დაინტერესებულ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე მიეწოდათ ინფორმაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
 

.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content