გილოცავთ სტუდენტობას!


სტუდენტობას გილოცავთ, როგორც აბაშის, ასევე სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას.


ეს უძვირფასესი ხანა იქნება თქვენს ცხოვრებაში, წარმატებით უნდა დაეუფლოთ მეცნიერულ საფუძვლებს, პროფესიულ უნარებს. განათლება ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი წარმატებული მომავლისათვის. იმედი მაქვს, რომ როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოიჩინეთ თავი აბაშელმა აბიტურიენტებმა, ასევე სტუდენტურ ცხოვრებაშიც იქნებით წარმატებულნი, ეს ჩვენთვის იქნება საამაყო. გაივლის წლები და ბევრი თქვენგანი სხვადასხვა პროფესიის მქონე დაუბრუნდება მშობლიურ რაიონს.


დაგილოცავთ გზას ცოდნის ტაძრისაკენ! დარწმუნებული ვარ, კვლავ ბევრჯერ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს და უფროს თაობასთან ერთად დიდ წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში.


ლევან მაკალათია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content